

ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „მომავლის ვარსკვლავები“ ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის სამი მოსწავლე მონაწილეობს.
მარიამ მანჯავიძე და თამარ ლურსმანაშვილი საესტრადო ვოკალის კონკურსში ჩაერთვნენ, სალომე მაჭავარიანი – კლასიკური მუსიკის.
„მეორე წელია, რაც ვმონაწილეობთ ამ ფესტივალში, – ამბობს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე, – შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლე სალომე კვირიკაშვილი „მომავლის ვარსკვლავის“ ტიტულის მფლობელი გახდა.
წელსაც წარმატებით გამოვიდა სამივე მოსწავლე. მაშინვე მომილოცეს ჟიურის წევრებმა. ვფიქრობთ, რომ სამივე მათგანი ფესტივალის ლაურეატი გახდება და 13-14 მაისს ფესტივალის გალა კონცერტზე მიგვიწვევენ.“
კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს ხელოვანთა კავშირი „ხელოვანები მომავლისათვის.“ ფესტივალის ჟიურის წევრები არიან ნინო კუპატაძე – „ხელოვანები მომავლისთვის“ თავმჯდომარე, ნინო ქათამაძე – კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი, დავით მუქერია – ორკესტრის დირიჟორი, კომპოზიტორები ნუნუ გაბუნია და რუსუდან ხორავა.
ფესტივალის შედეგები 10 მაისამდე გამოქვეყნდება.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს.
ფოტოზე: კონკურსის ხარაგაულელი მონაწილეები პედაგოგ დარეჯან გვაძაბიასთან და სკოლის დირექტორ ლალი ალექსიძესთან ერთად
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა