

ხვალ, 16 აპრილს, ხარაგაულში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნება.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, კვირეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სასოფლო ბიბლიოთეკაა ჩართული.
„წელს, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავია. ამიტომ საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ხარაგაულში მოვიწვიეთ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე ხარაგაულელი ქალბატონი სალომე ზვიადაძე, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ვგეგმავთ მასშტაბურ ღონისძიებას. ეს, გარკვეულწილად, სიურპრიზი იქნება ხარაგაულელებისთვის საბიბლიოთეკო კვირეულში.
ვფიქრობ, ხარაგაულელებისთვის საინტერესო იქნება მასთან შეხვედრა. საბიბლიოთეკო კვირეული 22 აპრილს ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დასრულდება ბორის, კიცხის, ხიდრისა და ქუთაისის #15-ე სკოლის მოსწავლეებისგან დაფუძნებული „წიგნის მოყვარულთა კლუბის“ ღონისძიებით.
ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტის, სოფო ლაცაბიძის ინფორმაციით, საბავშვო ბიბლიოთეკაში ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიის მეექვსე-მეშვიდე კლასელების მონაწილეობით ჩატარდება მწერალ რევაზ ინანიშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო.
საბიბლიოთეკო კვირეული საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცის ეგიდით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა