ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სოფელ კიცხში მცხოვრები მამაკაცი საავადმყოფოში მკურნალობდა.

მამაკაცი 68 წლის იყო. მას კოვიდი ოჯახის წევრისგან შეხვდა. ინფიცირებულები არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ამით ხარაგაულში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.