დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 %-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

 

ქართული ოცნება 49,2%
ნაციონალური მოძრაობა 29,8%
საქართველოსთვის 4,1%
გირჩი – მეტი თავისუფლება 2,8%
ლელო 2,1%
პატრიოტთა ალიანსი 1,9%
მესამე ძალა 1,2%
მოქალაქეები 1,2%
ლეიბორისტული პარტია 1,1%
ევროპული საქართველო 1,1%
გირჩი 0,6%
სხვა პარტიები 4,9%

რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

ქართული ოცნება 24
ნაციონალური მოძრაობა 10
საქართველოსთვის 1

წარმოგიდგენთ ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) 54.1%
გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) 30.6%
ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის) 4.6%
გიორგი ფუტკარაძე (გირჩი – მეტი თავისუფლება) 2.1%
ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი) 1.9%
კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 1.2%
სხვა კანდიდატები 5.5%

როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას.