ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 23 დეკემბერს, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის შემოსავლები 8 018, 9 ათ. ლარით განისაზღვრა, ხარჯები – 9 091 1 ათ. ლარით.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხარჯები 2021 წლის პირველი იანვრისათვის მოსალოდნელი საკუთარი სახსრების ნაშთის ხარჯზე გაზარდეს.

ადგილობრივ ბიუჯეტში შემდეგი შემოსავლები დაიგეგმა:

  • საწარმოთა ქონების გადასახადი – 200,0 ათ. ლარი;
  • ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 900.0 ათ. ლარი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი – 5 533,9 ათ. ლარი;
  • მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 140.0 ათ. ლარი;
  • მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის – 70,0 ათ. ლარი;
  • შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვ.) გადაცემიდან – 45.0 ათ. ლარი;
  • სანებართვო მოსაკრებელი – 5,0 ათ. ლარი;
  • ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის – 45.0 ათ. ლარი;
  • ჯარიმები, სანქციები და საურავები – 1 050,0 ათ. ლარი;
  • არაფინანსური აქტივების კლება – 30,0 ათასი ლარი.

რაც შეხება ხარჯებს, 2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 620.0 ათ. ლარით დაფინანსდება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია – 1 750,0 ათ. ლარით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1 175,0 ათასი ლარი დაიგეგმა, დასუფთავება და გარემოს დაცვისთვის – 1 125,0 ათასი ლარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 1 105,0 ათასი ლარი.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 2021 წელს 1 580,0 ათ. ლარით უნდა დაფინანსდეს, ბორის ინტერნატი – 80,0 ათ. ლარით, მოსწავლეთა სახლი – 110 ათ. ლარით

მუხლში – კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი 1 291,7 ათასი ლარი განისაზღვრა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი დეპუტატები არ დასწრებიან.

ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, მისი ფრაქციის წევრების სხდომაზე მისვლა და პოზიციების დაფიქსირება საერთო მდგომარეობას ვერ ცვლის. ის მომავალი წლის ბიუჯეტში, შარშანდელთან შედარებით, არსებით ცვლილებას ვერ ხედავს, გარდა სოციალური დაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდისა. ეს კი, მისი თქმით, თავმოსაწონებელი არ არის. ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის მძიმე ყოფას სასიკეთოდ ვერ შეცვლის.

ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ 2021 წლის ბიუჯეტი „სახელფასო ბიუჯეტია“ და რეალური საქმის გასაკეთებლად სამსახურებს მცირე თანხა რჩებათ. შტატების არამიზნობრივ ზრდაში თორნიკე ავალიშვილი მერს, კობა ლურსმანაშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მანკიერი პრაქტიკა ლურსმანაშვილმა 2013 -2016 წლებში ხარაგაულის გამგებლად მუშაობისას დანერგა. ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განსაზღვრულ ფინანსებს არასაკმარისად მიიჩნევს.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

„ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირება პრიორიტეტი ვერ იქნება“
2021 წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდიის 86% ხელფასებში დაიხარჯება
რას მიენიჭება პრიორიტეტი ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში
ხარაგაულში 2021 წელს ორი საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება
შენობის გაზიფიცირებისთვის სუბსიდიას ვერ გვიმატებენ
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სუბსიდიის 85%-ის ხელფასებში გახარჯვა იგეგმება
პანდემიის პირობებში, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ
ხარაგაულის დასუფთვება-კეთილმოწყობისთვის მომავალ წელს 1 075 ათ. ლარის დახარჯვა იგეგმება
„საახალწლო ღონისძიების გეგმა შევადგინეთ, თუმცა, არ ვიცით, რა მდგომარეობა იქნება“
ხარაგაულის სათნოების სახლი ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდას გეგმავს