ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა გერმანული ორგანიზაციის DVV international – საქართველოს დაფინანსებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას 2000 ცალი სამედიცინო ერთჯერადი გამოყენების პირბადე უსასყიდლოდ გადასცა.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის გიორგი მუხურაძის, ინფორმაციით, პირბადეები ცენტრის ჭრა-კერვის (პედაგოგი მაყვალა ვეფხვაძე) მსმენელებმა შეკერეს. მისი თქმით, თუ ვის დაურიგებენ პირბადეებს, ამას ხარაგაულის მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს.

დავინტერესდით, რამდენად აკმაყოფილებს პირბადეები დადგენილ სტანდარტებს, გიორგი მუხურაძის თქმით: „ეს პირბადეები ერთჯერადი გამოყენებისაა და სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ერთჯერად პირბადეებს სჭიდება, ისინი არ გამოიყენება მრავალჯერადად”.