„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის, თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები, – განაცხადა გია ვოლსკმა მარნეულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, – ამიტომ, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის – დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა; ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება მთავარი პრინციპის გამო – ეს არის ადამიანის უფლებები. მე, დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, ძალიან სიღრმისეულად გააანალიზებს შექმნილ ვითარებას არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონსა და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ერთად საქართველოსთვის – ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი“.