საკრედიტო პროდუქტებით ბევრი მომხმარებელი სარგებლობს. კლიენტები თანხის მისაღებად მიმართავენ როგორც ონლაინ სივრცეს, ასევე საბანკო ინსტიტუტებს. თუ Sesxebi online ცნობების გარეშე გაიცემა, გრძელვადიანი კრედიტების მისაღებად ხშირად დამატებითი დოკუმენტებია საჭირო. თუმცა საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნები ერთმანეთისგან განსხვავდება.

სწრაფი ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებში სესხები 3000 ლარამდე გაიცემა და თანხის დამტკიცების პროცედურა მარტივია. მომხმარებელი სასურველი კომპანიის ვებგვერდზე ავსებს განაცხადს, ირჩევს მისთვის სასურველი თანხის ოდენობასა და დაფარვის პერიოდს, უთითებს საბანკო ანგარიშის ნომერს და თანხას სახლიდან გაუსვლელად იღებს.

ამასთან, კრედიტორებს ვებგვერდზე მოცემული აქვთ კალკულატორი, რაც ხარჯების გამოთვლისთვის კარგი საშუალებაა. მას შემდეგ, რაც კლიენტი აირჩევს საჭირო თანხის ოდენობას, ონლაინ რეჟიმში იგებს, თუ რამდენის გადახდა მოუწევს ყოველთვიურად.

ბანკები სესხის დამტკიცებისას ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ. ისინი ყურადღებას აქცევენ როგორც შემოსავლის ოდენობას, ასევე საკრედიტო ისტორიას. მიუხედავად ხანგრძლივი პროცედურის გავლისა, მომხმარებლები ხშირად მაინც უარს იღებენ მოთხოვნილ თანხაზე. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ დროს?

ფინანსური პრობლემის მოგვარება სისწრაფესა და დროულ მოქმედებას მოითხოვს. ასეთ სიტუაციაში, სწრაფი სესხების სერვისი იდეალურია. მომხმარებელი მისთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან იღებს თანხას. არ აქვს მნიშვნელობა ის ქვეყნის გარეთ იმყოფება თუ კურორტზე. მთავარია ჰქონდეს ინტერნეტი, განაცხადს მობილურითაც კი შეავსებს. ამასთან, მოთხოვნები მინიმალურია. მთავარია იყოთ მინიმუმ 20 წლის და გქონდეთ საბანკო ანგარიში.

 

როდის დაგეხმარებათ ონლაინ სესხების სერვისი?

ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვის მიუხედავად ცხოვრებაში მაინც შეიძლება გაჩნდეს ისეთი სიტუაცია, როდესაც დამატებითი თანხის მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ავტომობილის გაფუჭება, მობილურის დაკარგვა, აუცილებელი გადასახადები და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხების მომსახურება კომფორტულია, არის შემთხვევები, როდესაც მისი აღება არაა გამართლებული. მაგ.: თუ ტექნიკის შეძენას აპირებთ და მცირე თანხა გაკლდებათ, შესაძლოა სწრაფი სესხის აღება გადაწყვიტოთ, თუმცა სპეციალურად ამისთვის არსებობს განვადების სერვისი. ნუ აიღებთ ონლაინ სესხს სხვა კრედიტის დასაფარად. ამით გაზრდით ვალდებულების რაოდენობას და შესაძლოა ვეღარ შეძლოთ სესხების გადახდა.

თუ გაუთვალისწინებელი ხარჯი გაქვთ და შემოსავლის მიღებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა, ონლაინ სესხების მომსახურება დაგეხმარებათ. ფულის მიღება ინტერნეტით მარტივი და სწრაფია. არ გიწევთ საკრედიტო ორგანიზაციაში ვიზიტი და დოკუმენტების შეგროვება. თანხა გერიცხებათ საბანკო ანგარიშზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების პუნქტები, დამატებითი საკომისიოების ოდენობა და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება სესხის აღებაზე. ეს საშუალებას მოგცემთ, შეარჩიოთ დაბალპროცენტიანი მომსახურება და დაზოგოთ თანხა. თუ არჩევანს ვერ აკეთებთ, ან დაგაბნიათ საკრედიტო ბაზარზე არსებულმა ბევრმა შეთავაზებამ, Credy 24 ერთად თავმოყრილ სასარგებლო ინფორმაციას გაგაცნობთ. მარტივად გაიგებთ სხვადასხვა კომპანიის პირობას, რამდენს შეადგენს მათი საპროცენტო განაკვეთი, რა პერიოდში მოგიწევთ თანხის დაფარვა, რა დამატებითი თანხის გადახდა შეიძლება დაგჭირდეთ.

ამასთან, ვებგვერდზე გაეცნობით სასარგებლო ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის სესხის შესახებ. ეს კი დაგეხმარებათ უკეთ განსაზღვროთ თუ რა ტიპის კრედიტი გჭირდებათ და შეარჩიოთ ისეთი მომსახურება, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და ფინანსებს.